საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონფერენცია "ქალთა საკითხები ამერიკის შეერთებულ შტატებში"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრე, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია 2019 წლის 15 მაისს ატარებს ამერიკისმცოდნეობის მე-7 ყოველწლიურ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ კონსტიტუციის XIX შესწორების მიღების 100 წლისთავს ეძღვნება.
კონფერენციის თემატიკაა: „ქალთა საკითხები ამერიკის შეერთებულ შტატებში: კონსტიტუციის XIX შესწორების მიღებიდან დღემდე“. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს.
 
მოხსენებების თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს კონფერენციის თემატიკას. კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ კონსტიტუციის  XIX  შესწორების (1919 წ.) შემდეგ ამერიკელ ქალთა საკითხებს. საკონფერენციო მოხსენებები შეიძლება უკავშირდებოდეს:
•ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში არსებულ რომელიმე კონკრეტულ პერიოდს, საკითხს, პიროვნებას და მის გავლენას შეერთებული შტატებში ქალთა პრობლემებზე.
•ქალთა საკითხებთან დაკავშირებული რომელიმე კონკრეტული ისტორიული ტენდენციის, მოვლენის ასახვას შეერთებული შტატების კულტურისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროში.
•შეერთებული შტატებისა და ლათინური ამერიკის ან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის შედარებით ანალიზს ქალთა საკითხებში.
 მოხსენება უნდა იყოს კვლევითი ხასიათის და ჰქონდეს სამეცნიერო ნაშრომისათვის დამახასიათებელი სტრუქტურა. მას აუცილებლად უნდა ახლდეს გამოყენებული ლიტერატურის სია, რომელიც მოხსენების ტექსტში შიდატექსტური დამოწმებით დასტურდება. მოხსენებას შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი ავტორი. საკონფერენციო მოხსენების წარდგენა შეიძლება ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
 
მასალების გამოგზავნის ბოლო ვადა: 2019 წლის 25 აპრილი, 18:00 საათი. გამოგზავნილ მასალებს შეარჩევს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი. არათემატური, არასრული ან დაგვიანებული მასალები არ განიხილება. 
  
მომხსენებელმა უნდა გამოაგზავნოს:
•ანოტაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე (Microsoft Word დოკუმენტი; თითოეული 500-550 სიტყვა. ფაილს უნდა დაერქვას 1- მომხსენებლის გვარი, მაგ: 1- ხატიაშვილი). ანოტაციაში უნდა იყოს აღნიშნული კვლევის სიახლე, აქტუალობა, კვლევის მეთოდები, მიზნები და შედეგები.
•მოხსენების სრული სათაური, ავტორის სახელი და გვარი, უნივერსიტეტი, სწავლის საფეხური, კურსი და საკონტაქტო ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე (Microsoft Word დოკუმენტი; ფაილს უნდა დაერქვას 2 - მომხსენებლის გვარი)
•სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი და დასკანირებული რეკომენდაცია მოხსენებაზე (ფაილს უნდა დაერქვას 3 - მომხსენებლის გვარი). რეკომენდაციის ბოლოს უნდა იყოს მითითებული სამეცნიერო ხელმძღვანელის სახელი და გვარი, აკადემიური თანამდებობა, უნივერსიტეტი და საკონტაქტო ინფორმაცია ქართულად (PDF დოკუმენტი; ფაილს უნდა დაერქვას 4 - მომხსენებლის ხელმძღვანელი).
•2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მონაცემებით უნივერსიტეტის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (PDF დოკუმენტი; ფაილს უნდა დაერქვას 5 - ცნობა უნივერსიტეტიდან).
 
მასალების გაფორმების სავალდებულო წესები:
•ქართული ტექსტისთვის ფონტი Sylfaen, ზომა 12, Justify, სტრიქონებს შორის დაშორება 1,5;
•ინგლისური ტექსტისათვის ფონტი Times New Roman, ზომა 12, Justify, სტრიქონებს შორის დაშორება 1,5;

სავალდებულოა, მასალების გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში (Subject Line) ავტორმა მიუთითოს: კონფერენცია 2019 - გვარი. (მაგალითად: კონფერენცია 2019 - ხატიაშვილი)
 
მასალები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე : asssg@tsu.ge
საკონფერენციოდ შერჩეული მასალების ავტორებს პასუხი პირად ელექტრონულ ფოსტაზე ეცნობებათ 2 019 წლის 30 აპრილის 18:00 საათამდე. 
  
მონაწილეებს გადაეცემათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით მარიამ ხატიაშვილს, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელს ელექტრონულ მისამართზე mariamkhatiashvili@tsu.ge ან ეწვიეთ თსუ ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ფეისბუქ https://www.facebook.com/amstudsci/ და ვებგვერდებს http://americanstudiestsu.weebly.com/.

თარიღი: 11/04/2019